суббота, 15 октября 2011 г.

1,პროექტის სახელწოდება:    მოძრაობა არასრულწლოვანთა მწეველობის აღმოფხვრასა და ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის.


2,პროექტის  მთავარი  იდეა:   1 .ჩარდახის  საჯარო სკოლის პედაგოგების, მშობლების, მ ოსწავლეების ინფორმირება სიგარეტის მავნებლობის შესახებ
2. მწეველობის თანდათანობით შემცირება და აღმოფხვრა ჩარდახის საჯარო სკოლაში.


3 პროექტის აქტუალობა:  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს  ცოდნისა და უნარ–ჩვევების დაუფლებაში. საშუალებას მისცემს თავი იგრძნონ სრულფასოვან მოქალაქეებად,რომლებიც  აქტიურად არიან  ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში.
პროექტი შეეხება ცხოვრებისეულ პრობლემებს: კერძოდ 1ღერი სიგარეტის მოწევისას
 გამოყოფილი კვამლის 79%–80% გარემოში ხვდება და არამწეველი ადამიანების მიერ შეისუნთქება.


4 პროექტის მიზნები:  ჩარდახის საჯარო  სკოლის  არასრულწლოვნებში სიგარეტის მწეველობის აღმოფხვრა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების  წესის  დანერგვა.
ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, ინტელექტუალური და კომუნიკაბელური თაობის აღზრდა.
მოსწავლეებმა გაანალიზონ ნიკოტინის მიერ გამოწვეული პრობლემების რეალობა, საშიშროება.


5. მონაწილეთა ასაკი:  13–15წ.


6. ვადები–ხანგრძლივობა: 1 თვე.


7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ჩაებმევიან საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში. გამოუმუშავდებათ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კულტურა.
ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას და შემდგომ მის დამუშავებას.
შესწავლილი ინფორმაციის მფლობელი უკვე ლოგიკურად ირჩევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. უარს ამბობს მავნე ჩვევებზე.




8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფორმატი–25ცალი.
                                                                                               მარკერი–30ცალი.
                                                                                               ჭიკარტი–3 ყუთი.




9.  პროექტის მსვლელობა:  1 ეტაპი: მოსამზადებელი ეტაპი.


გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს შიდასასკოლო ბრძანების შექმნაზე.
გუნდის შემადგენლობაში შედიან:
სკოლის დირექტორი:       ––––––––––
იურისტი:                          –––––––––––
.
გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს საინფორმაციო ფურცლის შექმნაზე.
გუნდი დაკომპლექტდება ძირითადად მოხალისე მოსწავლეებით:
––––––––––––
––––––––––––
–––––––––––––
. პროექტისათვის საჭირო საკანცელარიო მასალის შექმნა.
.კლასის ხელმძღვანელები მოამზადებენ მწეველი ბავშვების სიას.


2 ეტაპი:   კლასის ხელმძღვანელთა მომზადება კლასის საათებისთვის.
დაურიგდებათ მასალა თამბაქოს მავნებლობაზე.
მოხალისე მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს.


3 ეტაპი:  კლასის საათების ჩატარება.


4 ეტაპი: საინფორმაციო ფურცლების დარიგება სკოლაში.
მოხალისე მოსწავლეების დახმარებით საინფორმაციო ფურცლები დაურიგდებათ სკოლის VI- VII- VIII- IX კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს.


5 ეტაპი: პლაკატების მომზადება
ყველა კლასს დაურიგდება თითო ცალი ფორმატი,მარკერები, კლასის მოსწავლეთა შეთანხმებით მომზადდება ორ–ორი პლაკატი თემაზე: "მომავალი ჩვენია".


6 ეტაპი: პლაკატების გამოკვრა სკოლის შენობაში.


7 ეტაპი: მშობლებთან შეხვედრა:
კლასის ხელმძღვანელები მოიწვევენ თავიანთი კლასის მწეველი ბავშვების მშობლებს:ჩაუტარდებათ ტრენინგი "ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ბაზისია.


8 ეტაპი: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ხეების დარგვა.




9 ეტაპი:   ფარმაცევტულ ფირმებთან თანამშრომლობა. ისინი გაგვაცნობენ ნიკოტინის საწინააღმდეგო ფარმაცევტული პრეპარატების ანოტაციებს.


10.საგნებთან კავშირი:ქიმია.სამოქალაქო  განათლება




11.პროექტის ხელმძღვანელი: მალვინა ვარდუკაძე.


12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: malvinavardukadze@gmail com


13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: malvinavardukadze.blogspot.com




.